პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამთავრობო ცვლილებებს საგანგებო პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ როგორც კი შვიდი ახალი მინისტრის შემადგენლობა ცნობილი გახდება პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს.
,,დღეს არსებული განცხადებით შვიდი მინისტრი შეცვლილია, როგორც კი ჩვენ გვეცოდინება შვიდი მინისტრის სახელი და გვარი მივმართავთ საქართველოს პარლამენტს და გვეცოდინება პარლამენტი უცხადებს თუ არა ნდობას ახალ მთვარობას. აი ამ პროცესში ვიმყოფებით ახლა. ეს არის ნორმალური პროცესი ისეთი ტიპის კონსტიტუციაში, რომელიც ამ ეტაპზე გვაქვს. შესაბამისად ჯერ ახლა მიმდინარეობს ახალი მთავრობის ფორმირება, ხოლო შემდეგ ახალ მთავრობას წარვუდგენ პარლამეტს იმისთვის, რომ პარლამენტმა თავისი პოზიცია ჩამოაყალიბოს ამასთან მიმართებაში", _განაცხადა პრეზიდენტმა.
მარგველაშვილის თქმით, ის მთავრობის ფორმირების პროცესში არ მონაწილეობს.
,, მე ამ პროცესში არ ვმონაწილეობ, ეს არის პრემიერ-მინისტრის საქმე. მათთვის ნდობის გამოცხადება არის პარლამენტის საქმე. ჩემი საქმეა, რომ კითხვა დავუსვა პარლამენტს, რომ ნდობა შენარჩუნებულია თუ არა", _განაცხადა მარგველაშვილი.