დონეცკში სუპერმარკეტთან მომხდარი აფეთქების შედეგად ადამიანები დაიღუპნენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. აფეთქება დონეცკის სარკინიგზო სადგურის ახლოს მდებარე სუპერმარკეტთან მოხდა. სავარაუდოდ აფეთქდა ნაღმი.
„თვითმხილველთა განცხადებით აფეთქების შედეგად დაღუპულია რამდენიმე ადამიანი. ასევე არიან დაშავებულები, ამას გარდა, დონეცკში იწვის მრავალსართულიანი სახლი. გარდაცვლილთა რაოდენობა ამჟამად უცნობია. სასწრაფო დახმარების მანქანები შემთხვევის ადგილზე მისვლას ვერ ახერხებენ, ვინაიდან იქ ცეცხლი არ წყდება",_ წერს უკრაინული მედია.