„მთვრალმა სეპარატისტებმა დაღუპულთა ნარჩენები სატვირთო მანქანებში ჩაალაგეს და კატასტროფის ადილიდან გაიტანეს", - განაცხადა აშშ სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მყოფი სეპარატისტებისათვის იარაღის მსხვილი პატრიების მიწოდებაში დაადანაშაულა.
თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ არავინ არ უნდა გამოიყენოს ბოინგის ჩამოვარდნა თავისი „ვიწრო პოლიტიკური გეგმებისათვის". ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
„CNN"-ის ეთერში გამოსვლისას კერიმ განაცხადა, რომ გასულ თვეში აშშ-მ რუსეთის ტერიტორიიდან უკრაინის მიმართულებით საბრძოლო ტექნიკის გადაადგილება დააფიქსირა და ასევე აღნიშნა, რომ კოლონები დაახლოებით 150 ერთეული საბრძოლო მანქანიდან, ჯავშანმანქანებიდან და ტანკსაწინააღმდეგო დანადგარებიდან შედგებოდა. ასევე სარაკეტო დანადგარებიდან.
მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს ხელში ჩაგდებული აქვს საუბარი სეპარატისტებისათვის რუსული სააკეტო სისტემის გადაცემის შესახებ, რომლის მეშვეობითაც, სავარაუდოდ იქნა კიდეც ჩამოგდებული მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ვერტმფრენი.
ამას გარდა, კერი ასევე აცხადებს, რომ აშშ -ს აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში არსებულ მოსამზადებელ ცენტრში ბოევიკების მომზადება მიმდინარეობს.
„ცხადია, რომ რუსეთი მხარს უჭერს სეპარატისტებს, ამარაგებს მათ, აქეზებს მათ და წვრთნის", - აცხადებს კერი.
მისივა განცხადებით, საერთაშორისო ექსპერტებმა ლაინერის ვადნის ადგილზე მხოლოდ შეზღუდულად დაუშვეს.
„მთვრალმა სეპარატისტებმა დაღუპულთა ნარჩენები სატვირთო მანქანებში ჩაალაგეს და ისინი კატასტროფის ადილიდან გაიტანეს. ყველაფერი რაც ხდება სინამდვილეში გროტესკია და მას არაფერი საერთო პრეზიდენტ პუტინის განცხადებებთან არ აქვს",_ აცხადებს კერი.
აღსანიშნავია, რო რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა წუხელ გააკეთა განცხადება და ყველას მოუწოდა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებული ტრაგედია თავისი პოლიტიკური მიზნებისათვის არ გამოიყენონ. მან მომხდარი ტრაგედია კიევის ხელიუფლებასა და სეპარატისტებს შორის ჩაშლილ ზავთან დააკავშირა.
„28 ივნისს უკრაინის აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები რომ არ განახლებულიყო ეს ტრაგედიაც ნამდვილად არ მოხდებოდა. რუსეთი თავის მხრივ აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ უკრაინის აღმოსავლეთში ამჟამად მიმდინარე კონფლიტი სამხედრო ფაზიდან მშვიდობიან მოლპარაკებებამდე მივიდეს",_ განაცხადა პუტინმა.