ლუგანსკელი ტერორისტების ლიდერი იგორ სტერლკოვი (გირკინი) ანტიტერორისტული ძალების მიერ დასახლებული პუნქტების - ბელის და ვესიოლი ტარასოვკას - „დაკარგვას" ბოევიკების სტრატეგიულ მარცხად აფასებს.
„მოწინააღმდეგემ გადაგვიჭრა ბოლო ძირითადი გზატკეცილი, რომელიც დონეცკს ლუგანსკთან და შესაბამისად რუსეთთან აკავშირებდა. სწორედ აქ განლაგდა ამჟამად მოწინააღმდეგის საყრდენი პუნქტები", - განაცხადა ტერორისტების ლიდერმა.
მისი თქმით, ამჟამად ვერ ხორციელდება ტერორისტების მომარაგება.
„ცალკეულ ტაქტიკურ გამარჯვებას არ შეუძლია შეცვალოს სტრატეგიული ვითარება და სტრატეგიული მარცხის შედეგები. ამ დასახლებული პუნქტების დაკარგვა სწორედ ჩვენი სტრატეგიული მარცხია", - აცხადებს ლუგანსკელი ტერორისტების ლიდერი.