უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს საინფორმაციო ცენტრის პრესმდივანი ანდრეი ლისენკო აცხადებს, რომ ბოევიკები უკრაინელ მაშველებს არ აძლევენ საშუალებას ბოინგ 777 ის ვარდნის ადგილიდან შეაგროვონ და გაიტანონ მტკიცებულებები. ეს განცხადება მან კიევში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„ახლა ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია შემთხვევის ადგილიდან ინფორმაციის მოწოდების შესახებ. მაშველების შესაძლებლობები შეზღუდულია, ისინი ხომ ბოევიკების კონტროლის ქვეშ იმყოფებიან.
ბოევიკები, რომლებიც ამ ადგილს აკონტროლებენ მათ არ აძლევენ საშუალებას შეგროვებული დამადასტურებელი მასალები გამოიტანონ. ისინი მათ შეგროვებულ მასალას ართმევენ",_ განაცხადა მან.
ლისენკომ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს არ აქვს ინფორმაცია თვითმფრინავი მყოფი შავი ყუთების ადგილმდებარეობის შესახებ.
„უკრაინულ მხარეს არ მიუღია ჯერ არც ერთი შავი ყუთი. ბოევიკები არაფერს არ იძლევიან, ყველაფერს თავისთან აგროვებენ',_ აცხადებს ლისენკო.