უკრაინის პრემიერ მინისტრი არსენი იაცენიუკი რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის საერთაშორისო ტრიბუნალის ქვეშ გადაცემას მოითხოვს. განცხადება ამის შესახებ იაცენიუკმა კიევში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„ეს საერთაშორისო დანაშაულია, რომლის გამოც ჰააგაში უნდა იჯდე და საერთაშორისო ტრიბუნალზე - იქ ბევრი ადგილია, ყველა დაეტევა",_ განაცდადა იაცენიუკმა.
შეგახსენებთ, რომ სამგზავრო ბოინგი 777 დონეცკის ოლქი თავზე ჩამოაგდეს. დაიღუპა 298 ადამიანი.