მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ლაზარეს შაბათს აღნიშნავს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ შესაბამისი საღმრთო ლიტურგია დიღმის მასივში, წმინდა ლაზარეს სახელობის ეკლესიაში აღავლინა.
შეგახსენებთ, რომ სახარების მიხედვით, მაცხოვარმა იესო ქრისტემ სამ დღის მკვდარი ლაზარე მკვდრეთით აღადგინა.