,,უკრაინა უკვე გათავისუფლდა პრორუსი ოლიგარქი იანუკოვიჩისგან, ჩვენ ეს ბედნიერება წინ გვაქვს", _განაცხადა მერაბიშვილმა სააპელაციო სასამრთლოში მიმდინარე პროცესზე.
მისვე განცხადებით, ის თავისუფალი, რომ იყოს უკრაინელ მებრძოლებთან ერთად უკრაინის გასათავისუფლებლად იბრძოლებდა. როგორც მერაბიშვილმა განაცხადა საქართველოს მოუწევს ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად ბრძოლა.
შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლოში 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით პროცესი მიმდინარეობს. საქალაქო სასამართლომ მერაბიშვილს აღნიშნულ საქმეზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მერაბიშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა.