ხვალ, 27 ოქტომბერს, 16:00 საათზე, საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზ "ფიროსმანიში", აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, აფხაზეთის 23 მხატვრის შესრულებული 50-მდე ნამუშევარი გამოიფინება.
აფხაზეთის მხატვრების შემოქმედება არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპის ცნობილ გალერეებსა თუ კერძო კოლექციებშიც გამოიფინება. ამჟამად ჰოლანდიაში მიმდინარეობს სახელოვანი მხატვრის ავთანდილ შენგელიას ნამუშევრების გამოფენა. წელს ქალაქ ბერლინში, დავით ბაძაღუას 70-მდე ნახატის გამოფენა მოეწყო.
აფხაზეთის კულტურის დღეების ფარგლებში, პირველად ბოლო ათწლეულის მანძილზე ქალაქ ქუთაიში, საზოგადოების წინაშე მასშტაბურად წარსდგნენ აფხაზეთის მხატვრები, სადაც მონაწილეობა სხვადასხვა თაობის მხატვრებმა მიიღეს.