საერთაშორისო უფლებების დამცავი ორგანიზაცია Amnesty International -ი აცხადებს, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში იტაცებენ და აწამებენ ადამიანებს. ანგარიშში სახელწოდებით „გატაცებები და წამებები უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში" ადამიანების გატაცებისა და წამებით ასობით დამადასტურებელი ფაქტია მოყვანილი.
„გატაცებების უმეტესი ნაწილი შეიარაღებული სეპარატისტების „ანგარშზეა". ისინი მსხვერპლს სასტიკად სცემენ და აწამებენ. განაცხადა Amnesty Internationa-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ ევრპისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით დენის კრივოშეევმა.
Amnesty International-ის ვებ-გვერდზე სასტიკი ცემისა და წამების ამსახველი ფოტოდადასტურებაა გამოქვეყნებული.
კრივოშეევი ასევე აცხადებს, რომ უფლებებს დამცველებს აქვთ ასევე აქვთ ინფორმაცია იმისა, რომ ადამიანებს უკრაინის ხელისუფლების მომხრეებიც იტაცებენ. თუმცა მათივე თქმით, ამგვარი შემთხვევების რაოდენობა მცირეა.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გატაცებების უმრავლესობა არის პოლიტიკურადც მოტივირებული, თუნცა ხანდახან ადამიანებს გამოსასყიდის მიღების გამოც იტაცებენ.