ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო თავის ერთგულ მომხმარებლებს, ყოველთვის უმარტივებს მომსახურებას. ნებისმიერ პირს, ვისაც სურვილი აქვს შეიძინოს ქონება მომსახურების სააგენტოს სავაჭრო ობიექტებისა და ელექტრონული აუქციონის საშუალებით, ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ განვადება 150 ლარის და მეტი ღირებულების ნივთებზე.
აუქციონის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ „Online" განვადებით, რისთვისაც საჭიროა, შეარჩიოთ ვებ-გვერდზე სასურველი პროდუქცია (შეუზღუდავი რაოდენობით), მოათავსოთ კალათში და შეავსოთ საგანვადებო კრედიტის ელექტრონული განაცხადი. კრედიტის დამტკიცების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ SMS-ის სახით, ასევე დაგიკავშირდებათ ბანკის წარმომადგენელი.
სავაჭრო ობიექტების შემთხვევაში კი, თქვენ არჩევთ სასურველ ნივთს, სააგენტოს წარმომადგენელი ადგილზევე გავსებინებთ განვადების განაცხადს და 15 წუთში თქვენ იღებთ განვადებას შერჩეულ ნივთზე.
სააგენტო აგრძელებს სიახლეების დანერგვას, რათა კიდევ უფრო მეტად გაუმარტივოს თავის მომხმარებელს ყიდვა-გაყიდვის პროცედურები და აარიდოს გადახდასთან დაკავშირებული ყველანაირი დისკომფორტი.
მასალის გამოყენების პირობები