გაეროს უშიშროების საბჭო ღაზას სექტორში შექმნილ მდგომარეობასთან და კონფლიქტის ესკალაციასთან დაკავშირებით სასწრაფოდ იკრიბება.
გაეროს გენერალური დივანი პან გი მუნი უშიშროების საბჭოს კონფლიქტის ესკალაციასა და მსხვერპლის ზრდასთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდის.
გენერალური მდივანი შექმნილ სიტუაციას „საგანგაშოს და არასტაბილურს" უწოდებს.
პალესტინის ოფიალური ხელისუფლება აცხადებს, რომ ისრაელის ავიადარტყმების შედეგად დაღუპულია სულ მცირე 50 -ზე მეტი ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ ისრაელის თავდაცვის არმია ღაზას სექტორში ანტიტერორისტულ ოპერაციას სახელწოდებით „ურღვევი კედელი" აგრძელებს. ცახალმა ამ დროსათვის ღაზას სექტორში 800 სამიზნეზე მიიტანა დარტყმა.
პალესტინური წყაროები იუწყებიდან, რომ დაღუპულია 70 ზე მეტი ადამიანი და დაჭრილია 500 ზე მეტი. ისრაელის მიმართულებით ბოევიკების მხრიდან გამოშვებულია 400 მდე რაკეტა.
ტერორისტები კვლავაც ურტყამენ არა მხოლოდ ისრაელის სამხრეთ ნაწილს არამედ იერუსალიმს, თელ-ავივსა და ქვეყნის სხვა ქალაქებს. დაცხრილვების შედეგად ისრაელის მხრიდან მსხვერპლი არ არის, დაჭრილია 10 მდე ადამიანი.