10 ივლისს, 20:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია გახსნის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამართულ „ბათუმის კლასიკური მუსიკის ფესტივალს".
ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლავთ ცნობილი ქართველი პიანისტი, მრავალი საერთაშორისო კონკურსისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ელისო ბოლქვაძე.
„ბათუმის კლასიკური მუსიკის ფესტივალის" ფარგლებში დაგეგმილია კონცერტები, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და მსოფლიო დონის უცხოელი მუსიკოსები. მათ შორის, ინგოლშტადტის ქართული კამერული ორკესტრი, ბათუმის სიმფონიური ორკესტრი, ელისო ბოლქვაძე, ქეთევან ქემოკლიძე, ფრანჩესკო ნიკოლოზი, ანტუან პეკერი, ბრუნო მონსანჟანი, და სხვ. ბათუმის კლასიკური მუსიკის ფესტივალი მიზნად ისახავს მუსიკოსების აღმოჩენასა და ხელშეწყობას.
ცნობილი მუსიკოსები მათ ცოდნასა და გამოცდილებას ქართველ ახალგაზრდებს გაუზიარებენ.
ფესტივალის ბოლო დღეს, 15 ივლისს, გაიმართება კონცერტი „ნორჩი ტალანტების აღმოჩენა".