გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა განაცხადა, რომ ღაზას სექტორში არსებული სიტუაცია კვლავ ბეწვზე კიდია და შესაძლოა ის მალე კონტროლიდან გამოვიდეს.
პან გი მუნი აცხადებს, რომ რეგიონი კიდევ ერთ ფართომასშტაბიან ომს ვერ აიტანს და ყველა მხარეს ძალადობის შეწყვეტისაკენ მოუწოდა.
მან „ჰამასს" მოუწოდა შეწყვიტოს ისრაელის ტერიტორიის სარაკეტო იერიშები, ისრაელის მთავრობას კი თავშეკავება ურჩია.