გერმანიის კანცლერი ანეგელა მერკელი ისრაელში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით ისრაელის პრემიერს ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით დაუკავშირდა და განაცხადა, რომ „უპირობოდ გმობს ისრაელის დაცხრილვას". ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის მედია ავრცელებს.
ამას გარდა, ნეთანიაჰუს ასევე დაუკავშირდა საფრანგეთის პრეზიდენტი ბენიამინ ნეთანიაჰუ და „ისრაელის ხალხთან სოლიდარობა გამოხატა".
შეგახსენებთ, რომ ისრაელის თავდაცვის არმია ღაზას სექტორში ანტიტერორისტულ ოპერაციას სახელწოდებით „ურღვევი კედელი" აგრძელებს. ცახალმა ამ დროსათვის ღაზას სექტორში 800 სამიზნეზე მიიტანა დარტყმა.
პალესტინური წყაროები იუწყებიდან, რომ დაღუპულია 70 ზე მეტი ადამიანი და დაჭრილია 500 ზე მეტი. ისრაელის მიმართულებით ბოევიკების მხრიდან გამოშვებულია 400 მდე რაკეტა.
ტერორისტები კვლავაც ურტყამენ არა მხოლოდ ისრაელის სამხრეთ ნაწილს არამედ იერუსალიმს, თელ-ავივსა და ქვეყნის სხვა ქალაქებს. დაცხრილვების შედეგად ისრაელის მხრიდან მსხვერპლი არ არის, დაჭრილია 10 მდე ადამიანი.