ისრაელის თავდაცვის არმია ღაზას სექტორში ანტიტერორისტულ ოპერაციას სახელწოდებით „ურღვევი კედელი" აგრძელებს. ცახალმა ამ დროსათვის ღაზას სექტორში 800 სამიზნეზე მიიტანა დარტყმა.
პალესტინური წყაროები იუწყებიდან, რომ დაღუპულია 70 ზე მეტი ადამიანი და დაჭრილია 500 ზე მეტი. ისრაელის მიმართულებით ბოევიკების მხრიდან გამოშვებულია 400 მდე რაკეტა.
ტერორისტები კვლავაც ურტყამენ არა მხოლოდ ისრაელის სამხრეთ ნაწილს არამედ იერუსალიმს, თელ-ავივსა და ქვეყნის სხვა ქალაქებს. დაცხრილვების შედეგად ისრაელის მხრიდან მსხვერპლი არ არის, დაჭრილია 10 მდე ადამიანი.
ცახალის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ისრაელის მიმართულებით გამოშვებული 234 რაკეტიდან 61 რაკეტა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემამ გაანადგურა.