ფინეთის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ სტუბი მიიჩნევს, რომ ფინეთში სამუშაო ადგილების შემცირებაში და ეკონომიკის ვარდნაში დამნაშევე კორპორაცია Apple და მისი ყოფილი გენერალური დირექტორი, სტივ ჯობსია.
სტუბი დარწმუნებულია, რომ სწორედ Apple-ს ქმედებების გამო ფინეთში შრომის ბაზარი საერთოდ მოკვდა. პრემიერ-მინისტრის თქმით, iPhone-მა Nokia გაბანკროტებამდე მიიყვანა, რადგანაც ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად „ჩაკბეჩილი ვაშლის" პროდუქციას ყიდულობდა.