ისრაელის თავდაცვის არმიის გენერალმა ბენი განცმა ღაზას სექტორში ოპერაცია „ურღვევი კედელი"-ს სახმელეთო ეტაპის გეგმა დაამტკიცა. განცხადებას ამის შესახებ „ცახალი"-ს პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, სახმელეთო ოპერაციის დაწყებამდე ცახალი „ჰამასზე" ზეწოლას გაზრდის და საჰაერო დარტყმებს უფრო ინტენსიურს გახდის.
აღნიშნულია, რომ ღაზას სექტორში მონიშნულია ათასობით სამიზნე.
ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ სახლმელეთო ოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ ცახალი მოვლენების ნებისმიერი განვითარებისათვის მზადაა. „ოპერაცია გაფართოვდება მანამ, ვიდრე ჩვენი ტერიტორიის დაცხრილვა არ შეწყდება",_ განაცხადა მთავრობის მეთაურმა. დაახლლოებით იგვე შინაარსის განცხადება გააკეთა ასევე ისრაელის თავდაცვის მინისტრმა მოშე იაალონმა.
ამავდროულად ადგილობრივი მეიდა ავრცელებს ინფორმაციას, რომ ცახალმა ღაზას სექტორის საზღვართან სამხედროების თავმოყრა უკვე დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ 8 ივლისს ქნესეთმა ცახალს მისცა უფლება 40 ათასი რეზერვისტის მობილიზაცა განეხორციელებინა. ამ დროისათვის გაწვეულია მხოლოდ 15 ათასი რეზერვისტი.
მასალის გამოყენების პირობები