კულტურის სამინისტროში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, სამინისტროსა და 31 არასამთავრობო ორგანიზაციას შორის. მემორანდუმი გულისხმობს თანამშრომლობას არასამთავრობო ორგანიზაციებთან კულტურის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების პროცესში.
ხელმოწერის ცერემონიამდე გაიმართა კულტურის პოლიტიკის შემუშავების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია და დისკუსია. შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის აპარატის უფროსი ლევან ხარატიშვილი, ღონისძიებას ესწრებოდნენ სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები და საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მემორანდუმის ფარგლებში, თავიანთი მიზნების განხორციელებისათვის, მხარეები იღებენ ვალდებულებას ითანამშრომლონ კულტურის სფეროში, რომელიც მოიცავს კულტურის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების მიმართულებას.
სამინისტრომ, თავის მხრივ, აიღო პასუხისმგებლობა უზრუნველჰყოს კულტურის პოლიტიკის დოკუმენტის შექმნის პროცესში დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, ინფორმაციის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა და კულტურის პოლიტიკის განხორციელების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართვა.
მემორანდუმის ფარგლებში კულტურის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებმა აიღეს პასუხისმგებლობა მონაწილეობა მიიღონ კულტურის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებისათვის სამუშაო შეხვედრებში; შეიმუშავონ რეკომენდაციები, წინადადებები, შენიშვნები კულტურის პოლიტიკის დოკუმენტთან მიმართებაში და გაუზიარონ მათი გამოცდილება სამინისტროს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა 31-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ და 2-მა დამოუკიდებელმა ექსპერტმა.
მემორანდუმზე ხელმომწერი ორგანიზაციები
1. კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია
2. ფონდი „ტრამი"
3. ა(ა)იპ ახალგაზრდა შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი"
4. კავშირი „ქართული ხელოვნება"
5. საქართველოს მხატვართა კავშირი
6. საქართველოს ხელოვნების საბჭო
7. საქართველოს მუზეუმების ასოციაცია
8. "Georgian Media Arts Lab" (GM Arts Lab)
9. ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი
10. შ.პ.ს. ჯი-ეფ-ემ სტუდიო „GFM Studio"
11. იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა"
12. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
13. ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი
14. ლიდერთა კლუბი
15. შემოქმედებითი ჯგუფი Road Art
16. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი
17. ა(ა)იპ ასოციაცია- საზოგადოება განვითარებისათვის
18. ქალთა საინფორმაციო ცენტრი
19. საქართველოს ლურჯი ფარი
20. საერთაშორისო ფონდი „ლეა''
21. აფხაზეთის ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაცია
22. „ქართული ორდენი"
23. ა(ა)იპ Art Bridge
24. ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია
25. ა(ა)იპ საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „რუსული კლუბი"
26. ქ.თბილისის ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი
27. საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი
28. ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია"
29. „სტუდია ეიდისი"
30. „ქართული ორდენი"
31. ვალ. გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირი -YTA UNION OISTAT საქართველოს ნაციონალური ცენტრი
დამოუკიდებელი ექსპერტები:
ჯუბა მარუაშვილი
კონსტანტინე ნაცვლიშვილი
კულტურის პოლიტიკის შემუშავების პროცესში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას. დაინტერესების შემთხვევაში, მოგვმართეთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: policy@culture.gov.ge ან დაგვირეკეთ ცხელ ხაზზე - 14-06.