რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უკვე მყოფ უკრაინელ მფრინავ ტყვე ქალს ნადეჟდა სავჩენკოს რუსი ჟურნალისტების იგორ კორნელიუკისა და ანტონ ვოლოშინის მკვლელობაში ბრალი წაუყენა.
საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენლის ვლადიმერ მარკინის ინფორმაციით, ნადეჟდა სავჩენკო არის უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროა და ავიაგამანადგურებლის მფრინავი.
მარკინი ამტკიცებს, რომ ნადეჟდა სავჩენკო რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დააკავეს „რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად".
„გამოძიების ინფორმაციით, სამხედრო მოქმედებების დროს ლუგანსკის რაიონში მიმდინარე წლის ივნისში სავჩენკო ბატალიონ „აიდარში" გაწევრიანდა. გაიგო რა რუსი ტელეჟურნალისტების ჯგუფისა და სხვა სამოქალაქოების განლაგება მან ეს მონაცემები ბოევიკებს გადასცა",_ განაცხადა საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ სწორედ ამ კოორდინატორებით, მარკინის ინფორმაციით, განხორციელდა კიდეც 17 ივნისს ის დაცხრილვა, რომელმაც ტელეჟურნალისტენის სიცოცხლე შეიწირა.
ამის შემდეგ, მარკინის განცხადებით, სავჩენკომ ლტოლვილის საფარქვეშ გადაკვეთა რუსეთის საზღვარი და ის დააკავეს კიდეც დოკუმენტების შემოწმებისას.
მარკინი აღნიშნავს, რომ როგორც კი სავჩენკო დააკავეს, ამის შესახებ ეცნობა რუსეთში უკრაინის საელჩოს.
რუსული მედია ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის გენპროკურატურასა და უკრაინის საგარეო უწყებას ნადეჟდა სავჩენკოსთან დაკავშირებული სიტუაციის გარკვევა დაავალა.