მოსკოვის სასამართლომ შს მინისტრს არსენ ავაკოვს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა. მას რუსული მხარე ბრალად უყენებს ომის წარმოების აკრძალული საშუალებებისა და მეთოდების გამოყენებას სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში.
რუსეთის დაგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენლის ვლადიმერ მარკინის ინფორმაციით, გარდა ავაკოვისა ძებნა ასევე გამოცხადებულია დნეპროპეტროვსკის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე იგორ კოლომოისკიზე, რომელიც ასევე დაუსწრევლად არის დაპატიმრებული.
მარკოვის თქმით, ავაკოვსა და კოლომოისკის ბრალად ედება რიგი დანაშაულებების ორგანიზება: მკვლელობები, აკრძალული საშუალებების გამოყენება და ომის წარმოების მეთოდები, ჟურნალისტების საქმიანობისათვის ხელის შეშლა, ადამიანების გატაცება.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებლები ახლა მუშაობენ უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე ჩასულ ადამიანებთან, ასევე ყირიმიდან. მოწმის სახით უკვე დაკითხულია 3 500 ზე მეტი ადამიანი, რომელთაგან 1747 ადამიანი უკვე დაზარალებულად არის ცნობილი.
მასალის გამოყენების პირობები