იერუსალიმში საზოგადოებრივი მიწისქვეშა თავშესაფრები გახსნეს. ინფორმაციას ამის შესახებ „Guardian"-ი ავრცელებს. ქალაქის მერიამ ეს გადაწყვეტილება მოვლენების ნებისნმიერი განვითარებისათვის მოსამზადებლად მიიღო. იგივე გადაწყვეტილება მიითო თელ-ავივის მერიამაც.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელმა ოპერაცია „ჰამასის" ბოევიკების მიერ ისრაელის ტერიტორიის დაბომბვის შედეგად დაიწყო.
ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ ღაზას სექტორში ბოევიკებთან საბრძოლველად სიტუაციის განვითარების ნებისმიერ ვარიანტს განიხილავს, მათ შორის სახმელეთო ოპერაციასაც. ამავე დროს, როგორც ერთი ისე მეორე მხრიდან სარაკეტო და საავიაციო იერიშების მიტანა ერთმანეთის ტერიტორიაზე არ წყდება.
ისრეალის ხელისუფლება აცხადებს, რომ მხოლო გუშინ 40 ტერორისტული ობიექტი დაიბომბა. პალესტინი ხელისუფლება აცხადებს, რომ ამ იერიშებს 11 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ებრაული მედიის ინფორმაციით, ბოევიკებმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 100 რაკეტა გაუშვეს. ამასთან ერთად, პალესტინის ავტონომიის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა ისრაელის ხელისუფლებას სამხედრო კამპანიის შეწყვეტა მოსთხოვა.
ისრაელი აცხადებს, რომ მანამ არ შეწყვეტს ღაზაზე იერიშის მიტანას ვიდრე მისი ტერიტორიების სარაკეტო დარტყმები არ შეწყდება და არც სახმელეთო ოპერაციას გამორიცხავს.
„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამგვარი მოქმედებებისათვის. მზად უნდა ვიყოთ კონფლიქტის ესკალაციისათვის და ჩვენ მისთვის უკვე ვემზადებით. რეზერვისტთა ნაწილი უკვე გამოვიწვიეთ და ვიღებთ აუცილებელ ზომებს ღაზას სექტორში",_ აცხადებს ისრაელის არმიის წარმომადგენელი ვიცეპოლკოვნიკი პიტერ ლერნერი. ოპერაციას რომელსაც ისრაელი ამჟამად ღაზას სექტორის წინააღმდეგ აწარმოებს „ურღვევი კედელი" ჰქვია.
მასალის გამოყენების პირობები