ისრაელის პრემიერ მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ „ჰამასის" მხრიდან დაბომბვებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. განცხადებას საქართველოში ისრაელის საელჩო ავრცელებს, რომელსაც "ჯი-ეიჩ-ენი" გთავაზობთ უცვლელად:
„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში „ჰამასის" ტერორისტებმა ისრაელის მოქალაქეების მიმართულებით ასობით ჭურვი ისროლეს. ამგვარი საფრთხის ქვეშ არც ერთი ქვეყანა არ ცხოვრობს და მას არც ერთი ქვეყანა არ შეეგუებოდა.
ისრაელი არ დაუშვებს მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვას.
ამგვარად, „ჰამასისა" და ღაზას სექტორში მოქმედი სხვა ტერორისტული ორგანიზაციების საწინააღმდეგო ოპერაციებს საგრძნობლად ვაძლიერებთ და ეს გადაწყვეტილება „ჰამასის" მხრიდან დაბომბვების გახშირების შემდგომ სიმშვიდის შენარჩუნების არაერთი მცდელობის შემდეგ მივიღეთ.
ისრაელს არ სურს ომი, მაგრამ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება ჩვენი უპირველესი საზრუნავია.
ისრაელის სამიზნე „ჰამასია" და არა მშვიდობიანი მოსახლეობა. „ჰამასი", რომელიც ისრაელელებს უშენს ჭურვებს და პალესტინელების ზურგს უკან იმალება. სწორედ „ჰამასია" პასუხისმგებელი ნებისმიერ ზიანზე, რომელიც ისრაელელებსა და პალესტინელებს მიადგებათ.
ძალას არ დავიშურებთ, რომ ჩვენი მოსახლეობის დამსახურებული უსაფრთხოება და სიმშვიდე ვუზრუნველყოთ", - აცხადებს ისრაელის პრემიერ მინისტრი.