პარლამენტი ევროაკვშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას 18 ივლისს მოახდენს. ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ იგი უახლოეს დღეებში პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომების მოწვევის თხოვნით მიმართვას.
,,საქართველოს პარლამენტი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას 18 ივლისს, პარასკევს გეგმავს. ამისთვის საგანგებოდ მოვიწვევთ საგანგებო სესიას, რადგან, მოგეხსენებათ, ამ წუთში საქართველოს პარლამენტი არ მუშაობს. თავად სარატიფიკაციო ტექსტი დღეს, ან ხვალ მაქსიმუმ პარალემნტი იქნება გადმოგზავნილი", _განაცხადა უსუფაშვილმა.
საქარველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი 27 ივლისს მოაწერა.
ხელშეკრულებას ევროკავშირის მხრიდან ხელი ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ მოაწერეს.ხოლო საქართველოს მხრიდან კი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პროცედურის მიხედვით, ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება ევროკავშირის 28 სახელმწიფომ უნდა მოახდინოს.