უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულ პროტესტს აცხადებს უკრანის შეიარაღებული ძალების სამხედროს ნადეჟდა სავჩენკოს რუსეთის ტერიტორიაზე უკანონოდ გადაყვანის გამო. უკრაინის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „ეს ფაქტი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ტერორისტები თავიანთ დანაშაულებებს რუსეთის სპეცსამსახურებთან მჭიდრო კავშირში ახორციელებენ".
„ღიად იტაცებს, რა ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიიდან უკრაინის მოქალაქეებს, რუსეთის ხელისუფლება არა თუ არღვევს ყველა საერთაშორისო ნორმას, არამედ წესიერების ელემენტარულ ზღვარსაც გადადის.
ასეთი მოქმედება არ დარჩება ადეკვატური პასუხის გარეშე უკრაინისა და საერთაშორისო საზოგადოებისგან",_ ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამ დროისათვის უკრაინა რუსული მხარისაგან მოითხოვს დაუყოვნებლივ მიაწოდოს უკრაინულ მხარეს ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა პირობებში მოხდა სავჩენკოს რუსეთის ტერიტორიაზე გადაყვანა.
„რუსული მხარისგან ველით ზომების მიღებას ნადეჟდა სავჩენკოს უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლების საკითხში",_ ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ახლახანს ცნობილი გახდა, რომ უკრაინელი პილოტი ნადეჯდა სავჩენკო ვორონეჟის საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება.
ტერორისტები სავჩენკოს გამოცდილ სნაიპერად მიიჩნევენ. ლუგანსკში ის მოხალისედ წავიდა და ბატალიონ „აიდარის" შემადგენლობაში იბრძოდა. სავჩენკო თითქმის ერთი თვის განმავლობაში იცავდა უკრაინას.