,ნაცმოძრაობის" დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ აღნიშნულით დადასტურდა, რომ ის სამართალდამცავებმა უკანონოდ დააკავეს.
,,სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ სამართალდამცავებმა უკანონოდ დამაკავეს 4 ივლისის ღამეს. ისინი მოქმედებდნენ კანონის დარღვევითა და უფლებამოსილების გადამეტებით", _განაცხადა პროცესის დასრულების შემდეგ ბეჟაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ,,ნაცმოძრაობის" დეპუტატ ლევან ბეჟაშვილის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყვიტა.
ხოლო ლაშა დარჯანია, რომელიც 4 ივლისს საქალაქო სასამრთლოსთან განვითარებული მოვლენების დროს დააკავეს წვრილმანი ხულიგნობისთვის 100-ლარით დააჯარიმეს.
ლევან ბეჟაშვილი 4 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ დააკავეს.