10-11 ივლისს ბათუმში, სასტუმროში „შერატონი", ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართება ტრადიციული, მე-11 საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა". როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს კონფერენცია ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და მისი ნაწილის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფორმირებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტისთვის საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგს მიეძღვნება.
კონფერენციაზე, ასევე, განიხილება აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით არსებული გამოწვევები, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომუნიკაციისა და ინფორმაციის სტრატეგიის განხორციელების საკითხები.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროკავშირის ინსტიტუტებისა და პარტნიორი ქვეყნებისმაღალი რანგის ოფიციალური პირები, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიებას გააშუქებს საერთაშორისო და ადგილობრივი მედია.