სმარტფონის ბლოკირება - ეს მნიშვნელოვანია მისი უსაფრთხოებისათვის, თუმცა არსებობენ ისეთებიც, ვისაც ეს ფუნქცია არ მოსწონთ.
ბლოკირებული სმარტფონი როგორც წესი მისი მფლობელისგან ითხოვს სპეციალური კოდის ჩაწერას, ან კიდევ თითის ანაბეჭდს. ეს ხდება იმ შემთხვევაშიც კი როდესაც ტელეფონი უსაფრთხო ადგილასაა, თუნდაც სახლში.
Apple -ს ახალი პატენტი კი ამ პრობლემას უმალვე აღმოფხვრის. როგორ? ის მოიცავს ინტელექტუალურ სისტემას , რომლის საშუალებითაც iPhone -ის ადგილმდებარეობის განსაზღვრა მოხდება და ასევე გადაწყვეტილების მიღება დაიბლოკოს თუ არა ტელეფონი.
.
ეს კი ძირითადად ნაცნობი Wi -Fi -სა და GPS -კოორდინატებით მოხდება. მაგალითად სახლში სმარტფონი აღარ მოითხოვს კოდს, რადგან ის აღარ დაიბლოკება .
შეგახსენებთ, რომ Apple რეგულარულად აწვდის ბაზარს უსაფრთხოების სხვადასხვა სისტემებს. გასულ წელს გამოშვებულ iPhone 5S -ს უკვე ქონდა Touch ID -ის ფუნქცია, ანუ მისი განბლოკვა თითის ანაბეჭდით არის შესაძლებელი.