ესპანეთმა 2012 წლის ტრიუმფი გაიმეორა და ის წელსაც ევროკავშირის ტურისტებს შორის ყველაზე საინტერესო და მიმზიდველი მიმართულებაა.
როგორც არსებული სტატისტიკიდან ირკვევა, ქვეყანა ტურისტებში პოპულარულობის პიკისკენ მიდის. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ყველაზე მეტი ტურისტი ესპანეთს საფრანგეთიდან და იტალიიდან ყავს. თუმცა ესპანეთი პოპულარულია ასევე დიდ ბრიტანელ, პორტუგალიელ, ბელგიელ და ირლანდიელ ტურისტებშიც.
როგორც გამოცემა The Local -ი წერს, გასულ წელს ესპანეთმა მოახერხა და ტურისტებისათვის მიმზიდველი ქვენების რეიტინგში ჩინეთი უკან ჩამოიტოვა და მსოფლიოს მასშტაბით მესამე ქვეყნად დასახელდა, სადაც მსოფლიო ტურისტები ჩასვლას ისურვებდნენ.
2013 წელს ესპანეთმა 60,6 მლნ ტურისტი მიიღო.