ადამიანები ავტომობილებიდან მფრინავ აპარატებში გადაჯდებიან. აღნიშნული მიმართულებით აქტიურად მუშაობენ მეცნიერები, რომელთაც MyCopter-ის შექმნისთვის 4,7 მლნ დოლარის გრანტი უკვე გამოუყვეს.
თუმცა Google ამ დროისათვის აქცენტს აკეთებს ავტომობილიზე, რომელთაც მგზავრების გადაყვანა მძღოლის გარეშე შეეძლება. თუმცა 6 მეცნიერი ინტენსიურადაა დაკავებული ორ მეტრიანი საფრენი აპარატის MyCopter--ის შექმნაზე, რომელსაც მგზავრის მიყვანა ნებისმიერ ადგილზე უნდა შეეძლოს. მეცნიერებისათვის მნიშვნელოვანია, რომ შემუშავებული იყოს ოპტიმალური ვარიანტი, სადაც ერთმანეთთან მჭიდროს იქნება გაერთიანებული აპარატის ბაზირება და ფრენის ხარისხი.
იმავდროულად, ახალი აპარატის შექმნით და მისი პრაქტიკაში დანერგვით სხვა ხარჯების დაზოგვა მოხდება, თუნდაც გზების შეკეთებისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ხარჯების.