უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ნიკოლაევკაში წმენდის შედეგად მოკლულია 150 ზე მეტი ტერორისტი. დაღუპულია ერთი უკრაინელი სამხედრო. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამხედროები პირობას დებენ, რომ უმოკლეს დროში ქალაქი მთლიანად მათი კონტროლის ქვეშ გადავა.
„ბრძოლის შედეგად დაფიქსირებულია შემდეგი დანაკარგები: მოკლულია ერთი უკრაინელი სამხედრო, ოთხი დაიჭრა. მოწინააღმდეგემ გაცილებით დიდი დანაკარგი განიცადა. მოკლულია 150 ტერორისტი. განადგურებულია მათი 6 საყრდენი პუნქტი",- განცხადება ამის შესახებ ანტიტერორისტული ოპერაციის სპიკერმა ალექსეი დმიტრაშოვსკიმ გააკეთა.
მასალის გამოყენების პირობები