უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მზადაა კვლავ დაუბრუნდეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მხოლოდ იმ პირობით თუ ამ ეს რეჟიმი ორმხრივ ფორმატში იქნება დაცული და გათავისუფლბა ყველა მძევალი. ეს განცხადება მან აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრის დროს გააკეთა.
„პეტრო პოროშენკო მზადაა ცეცხლის შეწყვეტის რეჟის დაუბრუნდეს იმ პირობით, თუ ის ორმხრივ ფორმატში იქნება შესრულებული, ასევე იმ პირობით, რომ გათავისუფლდება ყველა მძევალი.
ამასთან ერთად, სახელმწიფოს მეთაური აღნიშმნავს, რომ მზადაა ასევე დაიწყოს პოლიტიკური დიალოგი ყოველგვარი წინაპირობების გარეშე",_ ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.