ENG / RUS       12+

ალექსი პეტრიაშვილი: ეს გზა აუცილებლად მიგვიყვანს ევროკავშირში

რესპოდენტის შესახებ

საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესს ევროპელმა ლიდერებმა ისტორიული უწოდეს. Eევროპელი კოლეგების აზრს ქართველი პოლიტიკოსებიც იზიარებენ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ვერ უტოლდება, მაგრამ ძალიან ახლოს მიდის მასთან. რეალურად რა სარგებელს მიღებს საქართველო ასოცირების ხელშეკრულებისგან, როდის უნდა ველოდოთ კონკრეტულ შედეგებს და შესაძლოა, თუ არა აღნიშნული არჩევანის გამო, დაიძაბოს მდგომარეობა საქართველოსა და რუსეთს შორის? ,,ჯი-ეიჩ-ენს" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ესაუბრა.

¬- ბატონო ალექსი, 27 ივნისს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით, ახალ ეტაპზე გადავიდა. კონკრეტულად რას ნიშნავს ასოცირების ხელშეკრულება და რა სარგებელს მიიღებს მისგან საქართველო და ქართველი ხალხი?

_ პირველ რიგში, შემთხვევით ვსარგებლობ და მინდა მივულოცო ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას ეს ისტორიული მნიშვნელობის წინ გადადგმული ნაბიჯი რასაც ჰქვია ასოცირების ხელშეკრულების შეთანხმებისა და მასთან ერთად თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა. Eეს არის ნამდვილად დასაწყისი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეუქცევადი პროცესის.

_ საბოლოოდ მიგვიყვანს ეს გზა ევროკავშირამდე?

_ ეს გზა აუცილებლად მიგვიყვანს ევროკავშირში. ასოცირების ხელშეკრულება წარმოადგენს საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების დაახლოებისა და ევროკავშირში ეკონომიკური სრულფასოვანი ინტეგრაციის ამსახველ დოკუმენტს. ამით საქართველოს ეხსნება გზა ევროკავშირის ხუთას მილიონიან ბაზარზე გაიტანოს თავისი პროდუქცია, დამატებითი გადასახადის გარეშე, ასევე ქართულ კომპანიებს ევროპულ ბაზარზე დამკვიდრების შესაძლებლობა მიეცემათ. ამასთან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება კარგ შესაძლებლობას იძლევა და დარწმუნებული ვარ, ის მონაცემები რაც ჩვენ გვაქვს შეხვედრებისა და კონფერენციების შედეგად მიღებული უახლოესი წლების განმავლობაში, რეალურად იქნება უცხოური ინვესტიციების ბუმი. Aაქ საუბარი არა რის მხოლოდ ევროპელ ინვესტორებზე, ამის მოლოდინი აქვთ ამერიკელ, აზიელ ინვესტორებსაც. საკანონმდებლო სივრცის ჰარმონიზაცია რეალურად შესაძლებელს ხდის ინვესტორმა უფრო სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილება ინვესტიციის ჩადების შესახებ.

_ პრინციპში გარკვეულწილად უკვე ისაუბრებთ პოზიტიურ მხარეებზე რაც ასოცირების ხელშეკრულებისგან შეიძლება მივიღოთ, მაგრამ საინტერესოა რას უნდა ველოდოთ ხელშეკრულებისგან მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში?

_ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება რეალურად არის საქართველოს მოდერნიზაციის გეგმა, საქართველოს ევროპეიზაციის განმსაზღვრელი დოკუმენტი. დამოუკიდებელმა საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე ორგანიზაციებმა კვლევა ჩაატარეს, თუ რა სარგებელს მოუტანს მოკლევადიან, საშუალო პერსპექტივაში საქართველოს ასოცირების ხელშეკრულება? _საუბარია ეკონომიკის 4, 5%-იან ზრდაზე და საქართველოში წარმოებული პროდუქტის ევროპულ ბაზარზე ექსპორტის 12%-იან ზრდაზე. ასევე ძალიან აქტიურად მუშავდება ვიზა-ლიბერალიზაციის გეგმა, სადაც ჩართულია ყველა სამთავრობო სტრუქტურა საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ორფაზიანი სამოქმედეო გეგმა მომაველ წელს დასრულდეს და ყველაზე გვიან 2016 წლის დასაწყისში საქართველოს მოქალაქეებმა უვიზოდ მიმოსვლა შეძლონ. საერთო ჯამში საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა ევროპულ ბაზარზე გაიტანოს თავისი პროდუქცია. Aამ კუთხით ევროკავშირი ძალიან ინტენსიურად მუშაობს, რომ ქართველმა მეწარმეებმა დროულად შეძლონ საკუთარი პროდუქციის ევროპულ სტანდარტებამდე ამაღლება.

_ 1135 გვერდიანი ასოცირების ხელშეკრულება გარკვეულ ვალდებულებებსაც გულისხმობს რომლის შესრულება საქართველოს მოუწევს. Aამ ვალდებულების შესასრულებლად ევროკავშირმა საქართველოს სამწლიანი გეგმა მისცა რომელიც ქვეყანას ევროპასთან უფრო დაახლოებს. კონკრეტულად რას გულისხმობს ეს გეგმა და რაზე უნდა გააკეთოს საქართველომ აქცენტი მომდევნო სამი წლის განმავლობაში?

_ პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით განსაზღვრული გვქვს დღის წესრიგით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმა. Pპრაქტიკულად, ყველა სამთავრობო უწყებამ წარმოადგინეს სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითა ვიმუშავებთ. Pპრიორიტეტული მიმართულებებია: სოფლის მეურნეობა, მართლმსაჯულების სისტემა, საჯარო სექტორი, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა, ზოგადად სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკული სფეროს გაძლიერება და ა.შ.

_ თქვენს მიერ ჩამოთვლილი სფეროების მომდევნო სამი წლის განმავლობაში უნდა დავხვეწოთ?

_ დიხ, დიახ. ამიტომ გეუბნებით, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა არის საქართველოს მოდერნიზაციის გეგმა, რომელიც ძალიან შრომატევადია და ადამიანის რესურსების მობილიზებას ითხოვს. თუმცა ჩვენ როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლება ერთსულოვნები ვართ, რომ ეს უნდა გავკეთოთ. Eეს არის ქვეყნის წინსვლისა და ჩვენი დიდი წინაპრების, ყველა ჩვენგანის საერთო ოცნების_საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გეგმა.

_ ევროკავშირი აცხადებს, რომ საქართველომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროინტეგრაციის გზაზე. თუმცა თქვენი აზრით, რა იქნება ის მთავარი ვალდებულება რომლის შესრულება საქართველოს ყველაზე მეტად გაუჭირდება, რაში ხედავთ ასე ვთქვათ ,,შავ ლაქას"?

_ ,,შავ ლაქას" როგორც ასეთი ვერ ვხედავ, რადგან არსებობს პოლიტიკური ნება და პრემიერ-მინისტრი ძალიან მოწადინებულია, რომ ჩვენი მხრიდან ყველა ნაკისრი ვალდებულება ეფექტურად შევასრულოთ, რადგან ეს არის სარგებელი ჩვენი ხალხისთვის, ქვეყნისთვის, თითოეულმა მოქალაქემ მიიღოს უფრო მეტი დოვლათი, ვიცხოვროთ უფრო ეკოლოგიურ გარემოში, თ უფრო ეკოლოგიურად სუფთა საკვები მივიღოთ. მთლიანობაში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ჩვენი ხელისუფლებისთვის არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რადგან 1135 გვერდიან დოკუმენტს თუ ჩავუღრმავდებით ძალიან ბევრი ვალდებულება და რეგულაციაა რომელსაც არა მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე მიღება სჭირდება, არამედ რეალურად განხორციელებაც.

_ არსებობს საფრთხე, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებების შესრულებს დაემუქროს?

_ საფრთხე ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. რეალურად ამ პროცესს სჭირდება კონტროლი, ყურადღება და აქ მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის, მედიის როლო. Aაუცილებელია არასამთავრობო სექტორმა განახორციელოს პროცესის მონიტორინგი, რათა კანონს, რომელსაც პარლამენტი მიღებს, მხოლოდ კანონად არ დარჩეს და ის რეალურად ამოქმედდეს. ამიტომ იქნება ბევრი შრომა, ბევრი ხარჯი, თუმცა საერთო ჯამში კეთდება მართლაც საშვილიშვილო საქმე.

_ ბატონო ალექსი ვაღიარებთ, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა, მაგრამ თქვენი აზრით, როდის შეიძლება გახდეს ქვეყანა სრულყოფილად ევროპული ოჯახის, ევროკავშირის წევრი?

_ ამის შესახებ თამამად შემიძლია გაგცეთ პასუხი სამი წლის შემდეგ, რადგან სამოქმედო გეგმის შესრულებაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

_ ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება ევროკავშირის 28 სახელმწიფომ უნდა მოახდინოს. Pმათ შორის პირველი სახელმწიფო Lლატვიაა, რომელმაც რატიფიცირება უკვე მოახდინა.

- სრულად როდის ამოქმედება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება?

_ ვიმედოვნებ, შემოდგომაზე, პრაქტიკულად, შეთანხმების დიდი ნაწილი ძალაში შევა. შეხვედრა მქონდა ხორვატიაში ვიზიტის დროსაც, დიპლომატებთანაც და მათ აქვთ ინსტრუქცია მიღებული, რომ მაქსიმალურად დაჩქარდეს ეს პროცესი.

_ მინდა გკითხოთ იმ საფრთხეებზე რომელიც შესაძლოა ევროკავშირთან დაახლოებამ საქართველოს შეუქმნას. ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ცალსახად განაცხადა რომ ხელშეკრულების ხელმოწერა უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს სუვერენული უფლებაა, მაგრამ რუსეთი თავდაცვის ზომებს მიიღებს თუ ასოცირების ხელშეკრულების რეალიზება რუსეთის ბაზაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს? როგორ ფიქრობთ, რას უნდა ველოდოთ რუსეთის მხრიდან და ასეთი გეგმის შემთხვევაში რამდენად მზადაა ქართული მხარე ადეკვატური ზომების გასატარებლად?

_ მინდა გითხრათ, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ გამოვთქვით მზაობა, რომ ექსპერტულ დონეზე აზრთა ურთიერთგაცვლა რუსეთთან და ყველა იმ სახელმწიფოსთან რომელსაც არ აქვს ევროკავშირთან ანალოგიური შეთანხმება. Gგაირკვეს დეტალები და არ მოხდეს ამ თემის პოლიტიზება და ტექნიკურ დონეზე კონკრეტიკის შეთანხმება მოხდეს. საქართველო მათ შორის რუსი ბიზნესმენებისთვის, შესაძლოა, გახდეს მომგებიანი სივრცე, ქვეყანა სადაც შესაძლებელი იქნება ყველამ მიიღოს სარგებელი. დღეს დღეობით, მადლობა ღმერთ, მივედით იქამდე რომ 27 ივნისს ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ. რუსეთის ხელისუფლების განცხადებები რომ თუ საჭირო გახდა ისინი თავდაცვით ზომებს მიიღებენ, არ მინდა მოვლენებს დავასწრო და ვიზრუნო მათ თავდაცვაზე, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაცია საფრთხეს არ უქნის რუსეთს და ზედმეტ თავდაცვით მექანიზმების მოფიქრებაზე დროის დახარჯვა აუცილებელი არა არის.

_ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი ისე როგორც არასდროს დაეხმარება საქართველოს თავისი არჩევანის განმტკიცებაში. იმ შემთხვევაში თუ აფხაზეთსა და სამხრეთ ისეთში პროცესები აღმოსავლეთ უკრაინის მსგავსად განვითარდა. ასეთ შემთხვევაში ელოდებით ევროკავშირის მხრიდან მტკიცე მხარდაჭერას?

_ ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროკავშირთან და ყველა შესაძლო რისკი შეფასებული, ისევე როგორც პროცესების შესაძლო განვითარება მათ შორის ყველაზე უარესი და უკეთესი. აღნიშნული რისკების შეფასებაზე კონსულტაციები გვაქვს არა მხოლოდ ევროპელ, არამედ ამერიკელ პარტნიორებთანაც. მიგვაჩნია, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ დეესკალაცია, რა თქმა უნდა, არა ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე. ამასთან რეალურად რუსეთმაც უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოს ევროკავშირის ორბიტიდან გადახვევა შეუძლებელია.

,,ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი.

ავტორი: . .