ვითიბი ბანკმა მომხმარებელს მობაილ ბანკის აპლიკაცია - VTB Mobile შესთავაზა. VTB Mobile -ით iOS სისტემის მოწყობილობებიდან შესაძლებელია დისტანციურად დღე-ღამის ნებისმიერ დროს, საბანკო ანგარიშების და ბარათების მართვა, გადარიცხვების შესრულება, სესხების და დეპოზიტების შესახებ ინფორმაციის მიღება, მობილური ბალანსის შევსება, კომუნალური და სხვა მომსახურების საფასურის გადახდა.
VTB Mobile -ს გააჩნია დამატებითი ფუნქციონალი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს აწარმოოს მიმოწერა ბანკთან, გაეცნოს ვალუტის გაცვლით კურსებს, ნახოს ვითიბი ბანკის უახლოესი ფილიალი და ბანკომატი, ავტორიზაციამდე გაეცნოს მობაილ ბანკის აპლიკაციას ინტეგრირებული დემო ვერსიის საშუალებით.
VTB Mobile განკუთვნილია iOS სისტემის მოწყობილობებისთვის. აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია App Store - იდან. აპლიკაცია უფასოა.
VTB Mobile -ის მომხმარებლის სახელისა და პაროლის მიღება შესაძლებელია ბანკის ნებისმიერ ფილიალში. ბანკის ქოლ სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია დისტანციურადაც ბანკის სატელეფონო ცენტრში დარეკვით. VTB Mobile -ის რეგისტრაცია და მომსახურება უფასოა.