უკრაინის ანტიტერორისტულმა ძალებმა დონეცკის ოლქში ოთხი დასახლებული პუნქტი ბოევიკებისაგან გაათავისუფლეს და სულ მალე მეხუთე დასახლებული პუნქტიც უკრაინელი სამხედროების კონტროლის ქვეშ გადავა. განცხადება ამის შესახებ უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს საინფორმაციო ცენტრის პრესმდივაბმა ანდრეი ლისენკომ გააკეთა.
„ბოლო დღეღამის განმავლობაში ანტიტერირისტული ოპერაციის მონაწილე ძალებმა დოენცკის ოლქში ტერორისტების მიერ ხელში ჩაგდებული ოთხი ქალაქი გაათავისუფლეს.
მალევე უკრაინელი სამხედროების კონტროლის ქვეშ დასახლებული პუნქტი ნიკოლაევკაც გადმოვა. ეს კი იმის საშუალებას მოგვცემს, რომ ტერორისტებს აღმოსავლეთიდან მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების გზა ჩავუკეტოთ",_ განაცხადა ლისენკომ.