ლუგანსკის აეროპორტში ორი ადამიანი ნაღმზე აფეთქდა. ინფორმაციას ამის შესახებ ლუგანსკის სახალხო საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
„აეროპორტის რაიონში ორი ადამიანი ნაღმზე აფეთქდა. მათ შორის ერთი დაიღუპა. მეორე კი მრავალრიცხოვანი ტრავმებითა და დამწვრობებით ლუგანსკის კლინიკურ საავადმყოფოში არის გადაყვანილი", _ წერს უკრანული მედია.
ამას გარდა, ლუგანსკის სხვა და სხვა რაიონში კონფლიქტურ სიტუაციების შედეგად დაჭრილია სამი მშვიდობიანი მოქალაქე. ისინი საავადმყოფოებში არიან გადაყვანილნი. ლუგანსკში ყველა კომუნალური და საგანგებო სამსახური ფიქნციონირებს. მუშაობს საზოგადოებრივი ტრასპორტი, სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და ბენზინგასამართი სადგურები.
მასალის გამოყენების პირობები