5 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა გასული დღეღამის განმავლობაში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს. დაჭრილია 21 უკრაინელი სამხედრო. განცხადება ამის შესახებ შესახბე უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს საინფორმაციო ცენტრის უფროსმა ანდრეი ლისენკომ გააკეთა.
მან აღნიშნა, რომ გასული დღეღამის განმავლობაში გათავისუფლებულია სამი დასახლებული პუნქტი და ტერორისტების 120 ობიექტზე მეტზე მიტანილია დარტყმა.
„ტერორისტების მხრიდან ცოცხალი ძალის დანაკარგი ასობით ითვლება",_ განაცხადა ლისენკომ.