რუსეთის საგარეო უწყება კიევისგან ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს. უწყება კიევს მოუწოდებს უარი თქვას მშვიდობიანი ქალაქებისა და სოფლების დაცხრილვაზე და ადამიანების ფიზიკურ განადგურებაზე.
„კვლავ გადამწყვეტად მოვითხოვთ უკრაინის ხელისუფლებისგან, თუ ისინი ჯერ კიდვე საღად აფასებენ სიტიაციას და მათ მიერ წარმოებული დამნაშავეობრივი პოლიტიკის შედეგებს, უარი თქვან მშვიდობიანი ქალაქების დაცხრილვაზე და ცეცხლის რეალურ შეწყვეტას დაუბრუნდეს, იმისათვის რათა შეინარჩუბოს ადამიანების სიცოცხლე",_ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ „უკრაინის პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტა შენი ქვეყნის მოქალაქეების განადგურების გზით ცივილიზებული ევროპული საზოგადოების მოთხოვნებს არ პასუხობს, რაზეც დღეს პრეტენზია აქვს კიევს".