ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელობა მზად არის კიევთან მოლაპარაკებები დაიწყოს და მრავალ მოთხოვნაზე უარი თქვას. განცხადება ამის შესახებ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ბოროდაიმ გააკეთა. ინფორმაციას ამის შესასხებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„ვითვალისწინებთ, რა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეუთოს აზრს, დონეცკის სახალხო რესპუბლიკა მზად არის გააგრძელოს კონსულტაციები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუ ამისი მზაობა იქნება საწინააღმდეგო მხრიდან",_ აცხადებს ბოროდაი.
მთავარი საკითხი, რომელიც ახლა დგას ეს კონსულტაციების ჩატარების დრო და ადგილია. მომლაპარაკებელთა ჯგუფს დონეცკში ჩასვლა არ სურს ვინაიდან საბრძოლო მოქმედებების გამო უსაფრთხოების საკითხი დაცული არ არის. ამავდროულად ბოროდაი პირობას დებს, რომ თუ კიევის წარმომადგენლები კონსულტაციებისათვის ჩამოსვლას გადაწყვეტენ მათი უსაფრთხოება დაცული იქნება.
ბოროდაი ასევე ხაზგასმით აცხადებს, რომ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლება მზად არის მღავარ თავის მოთხოვნაზე თქვას უარი, მაგრამ „ეს მოლაპარაკებათა საგანია". ამავდროულად ბოროდაი აცხადებს, რომ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკები ფედერალიზაციის მშენებლობას აპირებენ, ერთიანი პარლამენტითა და პრეზიდენტით.
მასალის გამოყენების პირობები