აშშ მხარს უჭერს უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებას ანტიტერორისტული ოპერაციის გაგრძელების შესახებ. აშშ აღნიშნავს, რომ უკრაინელი სამხედროები „აღტაცების გამომწვევ თავშეკავებულობას" ავლენენ. განცხადებები ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტმენტის წარმომადგენელმა მარი ჰარფმა გააკეთა.
„დიახ, ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ",_ განაცხადა ჰარფმა კორსპოდენტის კითხვაზე პასუხის გაცემისას.
მისივე თქმით, პოროშენკო ასრულებდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის პირობებს, თუმცა ქვეყნის აღმოსავლეთში არსებულმა ბოევიკებმა ცეცხლის შეწყვეტის დაცვაზე უარი განაცხადეს.
ჰარფის ინფორმაციით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი პოროშენკოს ტელეფონით ესაუბრა და „წესრიგის დაცვის" საქმეში მხარდაჭერა გამოუცხადა. მას ასევე თავისი მხარდაჭერა გამოთქვა ქვეყნის დეცენტრალიზაციის, პოლიტიკური დიალოგისა და ამნისტიის საკითხებისადმი.
მასალის გამოყენების პირობები