ტერორისტების ერთ ერთი ლიდერი იგორ ბეზლერი ზედმეტსახელად ბეს-ი რჯინიგზის განადგურებითაა დაინტერესებული, ვინაიდან შემდეგ ამაზე ფული იშოვოს. განცხადება ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა გააკეთა.
მისივე თქმით, ბესმა მოკლა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრი, იმისათვის, რომ თავად აკრიფოს ხარკი სარკინიგზო გადამზიდავებიდან.
„სწორედ ამიტომაც ბატონმა ბეზლერმა, ჩვენი ინფორმაციით, მოკლა ე.წ. დონეცკის სახალხო რეპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრი. მას ამ თემაზე ე.წ. მინისტრთან წინააღმდეგობები ჰქონდა. ახლა კი ის ამ ბიზნესის კონტროლს ცდილობს",_ განაცხადა მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები