პეკინში 22-ე საერთაშორისო კოსმოსური თანამეგობრობის კონფერენცია გაიმართა. ექსპერტების განსაკუთრებული ყურადღება ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის ოუიან ძიუანის გამოსვლამ მიიქცია, რომელმაც განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ბოლოს, მთვარის მოდულის „China 5"-ის გამოცდა მოხდება.
მის მიერვე აღინიშნა, რომ ჩინეთში ჩატარდება კოსმოსური კვლევები, მზის სისტემაში ცხოვრების არსებობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, რისთვისაც უკვე განსაზღვრულია სამიზნე წერტილები. მეცნიერმა აღნიშნა, რომ მთვარის ეროვნული პროგრამის ფარგლებში დაიწყება ფრენითი კვლევები და მისი წარმატებით დასრულებისას იგეგმება საწვრთნელი „დაჯდომა" სიძივანიცის მოედანზე, რომელიც მონღოლეთში მდებარეობს. ასევე დასრულდება პროფილური ბაზის მშენებლობა ეკვატორულ კუნძულ ხაინანზე, რომელიც 2016 წელს გაიხსნება.
ხოლო 2017 წლისთვის კი მოხდება კონკრეტული თარიღების დაგეგმვა მთვარეზე ბაზის მშენებლობისათვის.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთი გახდა მსოფლიოში მესამე სახელმწიფო, რომელიც კოსმოსში საკუთარი წარმოების რაკეტას უშვებს.
მასალის გამოყენების პირობები