იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში გაიტაცეს და შემდგომ მოკლული იპოვეს პალესტინელი მოზარდი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ ეს იყო შურისძიება ორი კვირის წინ გატაცებული და მოგვიანებით მოკლული სამი ებრაელი მოზარდის გამო.
ვრცელდება ინფოფრმაცია, რომ უცნობმა პირებმა ძალის გამოყენებით ჩასვეს მოზარდი მანქანაში და დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანეს. რამდენიმე საათის შემდეგ გატაცებული მოზარდის ცხედარი ქალაქის სხვა რაიონში იპოვეს.
შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე გაიტაცეს სამი მოზარდი, რომლებიც 30 ივნისს მოკლული იპოვეს.
ისრაელის ხელისუფლებამ მომხდარში ბრალი მოძრაობა ჰამასს დასდო. თუმცა ჰამისის წარმომადგენელთა განცხადებით, მათ მოზარდების გატაცებასთან და მკვლელობასთან კავშირი არ აქვთ. მოზარდები გუშინ 1-ელ ივლისს დაკრძალეს.