უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საზოგადოებრივი ტელევიზიის ჟურნალისტისა და ოპერტორის გათავისუფლებისათვის ყველა საჭირო ზომის მიღების განკარგულება გასცა. ჟურნალისტი ანასტასია სტარკო და ოპერატორი ილია ბეზკოროვაინი ლუგანსკელმა ბოევიკებმა დააკავეს.
პოროშენკოს დავალებით, უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა საგანგებო თათბირი ჩაატარა და ნაციონალური გვარდიის მეთაურის იური სტეცემის ხელმძღვანელობით დატყვევებული ჯურნალისტების გათავისუფლების ჯგუფიც შექმნა.
შეგახსენებთ, რომ „hromadske.tv"-ს ჟურნალისტი ანასტასია სტანკო და ოპერატორი ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის
ბოევიკებმა დააკავეს. ისინი ლუგანსკში არიან გადაყვანილნი და ციხეში იმყოფებიან.