რადას დეპუტატები საზაფხულო არდადეგებზე აღარ წავლენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, რადის მუშაობა 2 სექტემბრამდეა გაგრძელებული.
„ამ გადაწყვტილებას რადის 288 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. სესიის დახურვა 2 სექტემბერს გაიმართება და 2 სექტემბერსავე გაიხსნება ახალი სესია",_ განაცხადა ალექსანდრე ტურჩინოვმა და აღნიშნა, რომ დეპუტატები მუშაობას კომიტეტებსა და ოლქებში გააგრძელებენ.
მისივე თქმით, ეს საჭიროა იმისათისლ რომ საჭიროების შემთხვევაში რადის სხდომის შეკრება შესაძლებელი იყოს.