ევროპას ძალიან გაუკვირდება, როდესაც მასთან კარზე „ნაცისტი ფრანკენშტეინი" დააკაკუნოს. განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მრჩეველმა უკრაინის ევროკავშირთან ასოციაციაზე საუბრისას.
მან ასევე უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს „ნაცისტი" უწოდა და აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება „არალეგიტიმურია" ისევე როგორც თავად უკრაინის პრეზიდენტი.
„ბი-ბი-სი"სათვის მიცემულ ინტერვიუში გლაზნევმა ასევე განაცხადა, რომ ევროპა ძალის გამოყენებით აიძულებს უკრაინას ხელი მოაწეროს ასოცირების ხელშეკრულებას.
„მათ უკრაინაში სამხედრო გადატრიალება მოაწყვეს და ნაცისტებს უკრაინის ხელისუფლებაში მოსვლაში დაეხმარნენ. ეს ნაცისტური მთავრობაა",_ განაცხადა გლაზნევმა და კითხვაზე პასუხის გაცემისას, ფიქრობს თუ არ ის რომ უკრაინის პრეზიდენტი პოროშენკო ნაცისტი უპასუხა: '"რა თქმა უნდა".
"მიმაჩნია, რომ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შემდეგ ევროპელ ხალხს გაუკვირდება, რომ ეს ნაცისტი ფრანკენშტეინი , რომელიც ევროპელმა ბიუროკრატებმა შობეს მათ კარზე დააკაკუნებს",_ აცხადებს პუტინის მრჩეველი.