ხვალ, 27 ივნისს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით თბილისში, საზეიმო კონცერტი გაიმართება. როგორც ჟურნალისტებთან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძემ განაცხადა კონცერტი 20:30 საათზე ევროპის მოედანზე გაიმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ უცხოეთში მოღვაწე ქართველი ვარსკვლავები და ქართული ესტრადის მომღერლები.
„ჩვენი სურვილია, სრულიად საქართველოსთან ერთად გავიზიაროთ ეს სიხარული, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს ახლავს. ამ დღესთან დაკავშირებით 28 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამართავს მიღებას ბათუმში, რომელზეც დიპლომატიური კორპუსი იქნება მოწვეული", - აღნიშნა ნინო კობახიძემ.