საქართველო ევროპის საინვესტიციო ბანკიდან 80 მლნ დოლარს მიიღებს. შესაბამისი შეთანხმება მხარეებს შორის 26 მარტს გაფორმდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს, თანხა შავი ზღვის მაღალი ძაბვის გადამცემი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას მოხმარდება.
ხელშეკრულებას ხელს საქართველოს ფინასთა მინისტრის მოადგილე დიმიტრი გვინდაძე და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მოაწერენ. ღონისძიება ფინანსთა სამინისტროში 12:00 საათზე გაიმართება.
აღნიშნული თანხა საქართველოს ბრიუსელის დონორთა კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში გამოეყოფა.