ENG / RUS       12+

რომან გოცირიძე - რატომ არ ჰყავს საქართველოს მთავრობას გამოცდილი უცხოელი მრჩევლები?

რესპოდენტის შესახებ

რატომ არ ჰყავს საქართველოს მთავრობას გამოცდილი უცხოელი მრჩევლები, პირველ რიგში ეკონომიკის დარგში. ეს საკითხი აქტუალური მსჯელობის საგანი მას შემდეგ გახდა, რაც სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ეკონომიკური საბჭოს აპარატის შემადგენლობისა და მისი დაფინანსების შესახებ. საბჭოს არც მეტი, არც ნაკლები, 41 ადამიანი ემსახურება. აქედან 35 მრჩეველია, დანარჩენი კი მათი უფროსობა. რა გახდა ამ რაოდენობით თანამშრომლების აყვანის მიზეზი, რატომ არ ჰყავს მთავრობას, განსხვავებით წინა მთავრობებისაგან, ავტორიტეტული უცხოელი მრჩევლები და სწორადა არის თუ არა შერჩეული საბჭოს შემადგენლობა?! ამ საკითხზე „ჯი-ეიჩ-ენი"ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარეს, რომან გოცირიიძეს ესაუბრა.
-ბატონო რომან, რამდენად ოპტიმალურია საბჭოს შემადგენლობა და რა საქმიანობა უნდა აწარმოოს ისეთი, რომ ლამის ზოგიერთი სამინისტროს ტოლფასი კადრებით არის დაკომპლექტებული?
-საქართველოში ტრადიციული გაგებით ეკონომიკური საბჭო არ არსებობს. რაც არის, ესაა იგივე მთავრობა, ძალოვნების გამოკლებით და რამდენიმე სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელით "გაძლიერებული". საბჭოში უნდა იყვნენ დამოუკიდებელი ექსპერტები, მეცნიერები, არასამთავრობო ან თუნდაც ბიზნესსექტორის წარმომადგენლები და არა პოლიტიკოსები. საბჭოში, რომელშიც ისევ მთავრობის წევრები შედიან ( "თვითმრჩევლობის" ქართული ნოუ ჰაუ), არ შეიძლება იყოს ალტერნატიული მიდგომების შემმუშავებელი. ის, რომ საბჭოს აპარატიში 41 კაცია დასაქმებული, ეს გაუგონარი რამაა. მისი მუშაობის ტექნიკრ უზრუნველყოფას ყოველთვის კანცელარიის აპარატი უზრუნველყოფდა. შეიძლება ერთი ან ორი ადამიანი მიამაგრო, მაგრამ ამდენი? არ მესმის.
-პოსტსოციალისტურ ვქვეყნებში იყო ტრადიცია უცხოური მრჩევლების მოწვევისა. თუნდაც იგივე ჯეფრი საქსი გავიხესნოთ რუსეთში ეგორ გაიდარის რეფორმებისას, ისევე როგორც თითქმის ყველა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. რა ტრადიცია გვაქვს ამ მხრივ ჩვენ და რატომ არ ჰყავს დღევანდელ მთავრობას მრჩევლებად უცხოელი სპეციალისტები?
-უცხოელი მრჩევლის ყოლა იმიტომ არის აუცილებელი, რომ ისინი არა მარტო მაღალი დონის პროფესიონალები არიან, არამედ თავისუფალი არიან შიდა მიკერძოებულობისაგან. არა აქვთ რაიმე დაინტერესება, პოლიტიკური სიმპატია თუ ანტიპატია. არ იხარშებიან ადგილობრივი ყოფის წვენში და ყოველდღოურობაში. მოკლედ, ნაკლებად ტენდენციურები არიან, ანუ უფრო ობიექტურები. ქართველ ექსპერტებს, რაგინდ მაღალი პროფესიონალიზმით უნდა გამოირჩეოდნენ ისინი, აქვთ თავიანთი წინასწარი განწყობა, დამოკიდებულნი არიან დამფინანსებლების მოთხოვნებზეც. ამიტომაცაა, რომ თითქმის მთელი საექსპერტო სამყარო იყო და არის დაყოფილი სახელისუფლოდ და ოპოზიციურად. უბრალოდ, როლები იცვლება ხანდახან. წარმატებული ექსპერტები ხშირად პოლიტიკაში გადადიან. განსაკუთრებულად ისინი, ვინც უფრო ტენდენციურები არიან და თავიანთი ექსპერტულობით შენიღბულები, სინამდვილეში პოლიტიკური პროპაგანდისტები ხდებიან. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით საჭირო გარეშე თვალის , საგარეო მრჩევლის არსებობა.
-რაც შეეხება ტრადიციას?
საქართველოში ყოველთვის იყო ტრადიცია უცხოელი მრჩევლების მოწვევისა. აქართველოს ყველა მთავრობას ერთი რამ კარგად ჰქონდა გაცნობიერებულია, რომ საჭიროა უცხოელი მრჩევლების ყოლა, განსაკუთრებით ეკონომიკაში. პირველი ასეთი მრჩეველი, პროფესორი ლუის ედერინგტონი ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში მოწევეული იქნა ჩემს მიერ, როგორც მაშინდელი ვიცე-პრემიერის მიერ ეკონომიკური რეფორმების დარგში. შევარდნაძის დროს, როცა ამ სფეროს თემურ ბასილია კურირებდა, რჩევებს თავიდან ლეშეკ ბალცეროვიჩის საკონსალტინგო ფირმა იძლეოდა ( ამერიკელბის, USID-ის მიერ დაქირავებული), შემდეგ ამერიკული კომპანია "ბარენც ჯგუფი"(ასევე ამერიკის ამ სააგენტოს ფულით), რომელიც საბიუჯეტო, საგადასახადო და საბაჟო საკითხებზე მუშაობდა. მიხეილ სააკაშვილს უამრავი უცხოელი მრჩევლი ჰყავდა. ეკონომიკის განხრით ასეთი მარტ ლაარი იყო, ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი.
-რატომ ამბობს დღევანდელი მთავრობა ამაზე უარს? ვისი ან რომელი ჯგუფის თავში იხარშება ის ეკონომიკური იდეები, რომელსაც მთავრობა ახლა ანხორციელებს.?
-არა მგონია, რომ მთავრობა ამაზე უარს ამბობს. რაღაც ფორმით, მე მგონია, რომ ეს თავმოუბმელობის საკითხიცაა. ცუდი ისაა, რომ, როგორც ჩანს, სჯერათ, რომ რასაც აკეთებენ სწორია და უფრო კომპეტენტური აზრის, თუნდაც ოპონენტის მოსმენა არ მიაჩნიათ საჭიროდ. მერწმუნეთ, ესც ასე არ არის და ამას ვამბობ ჩემი იმ გამოცდილებით, წარმატებებითა თუ წარუმატებლობებით, რაც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მქონია. მთავრობას, პრემიერ-მინისტრს პირველ რიგში, სჭირდება მაღალი დონის, ამ სფეროში გამოცდილების მქონე უცხოელი მრჩეველი. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან გაუჭირდებათ.
„ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ლაშა ნოდია

 

ავტორი: . .