აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ აშშ არ აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ხელში ჩაგდებას. დღეს ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას ობამამ განაცხადა მსოფლიოს დემოკრატიული სახელმწიფოები მხარს უჭერენ უკრაინის ახალ ხელისუფლებას და გააფრთხილა რუსეთი, რომ მას საერთაშორისო არენაზე კვლავაც იზოლაცია ელის, იმ შემთხვევაში თუ ის უკრაინაში არსებული სიტუაციის დესტაბილიზებას გააგრძელებს.
„თვაისუფალი ხალხები იდგებიან მხარდამხარ, იმისათვის რომ რუსეთის მომავალი პროვოკაციები მის კიდევ უფრო მეტ იზოლაციასა და ფინანსურ დანახარჯებს ნიშნავდეს.
ჩვენ ერთად ვდგავართ და გვჯერა, რომ თავისუფლებისა და უსაფრთხოებისათვის ბრძოლა ყველა ხალხის პასუხისმგებლობაა.
იმპერიებისა და გავლენის სფეროების დრო წარსულს ჩაბარდა. პატარა ხალხებს მეტს ვერავინ ვერ დააშინებს და თავის პირობებს ვერ უკარნახებს",_ განაცხადა ობამამ .
მასალის გამოყენების პირობები